სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ჯვარში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ჯვარში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა.მათ შორის:
ქალაქ ჯვარის, კოსტავას ქ. #18 კორპუსთან კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება;
რუსთაველისა და გაბუნიას ქუჩების გზაჯვარედინზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა განხორციელდა;
განხორციელდა ასევე ევროპის პარკისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ჯვრის ტერიტორიის შემოღობვა;
ქვედა ჯვარში წმ.ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემები;
(ქვესადგურის მიმდებარედ) ციმინტიას ქუჩაზე ასფალტირებული გზის ორმული შეკეთება განხორციელდა;
ასევე განხორციელდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე არსებულ პარკში ტენისის გადახურული სივრცის მოწყობა და საბავშვო ატრაქციონების დამონტაჯება;
ოჭანეს უბანში არსებული წისქვილის
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა,ამავე უბანში მოეწყო გარეგანათებები;
ნაკას შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფრით მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
გარდა აღნიშნულისა,ქალაქ ჯვარში მუნიციპალური ბიუჯეტიდან ხორციელდება კინოთეატრის ეზოს წინ მდებარე შადრევნის სრული რეაბილიტაცია;
დადიანების წყაროს რეაბილიტაცია;
ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მინი მოედნის რეაბილიტაცია.
განახლებული რეგიონების პროექტების ფარგლებში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება.