სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები დასრულებულია
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები დასრულებულია.
ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის ფარგლებში, უბნების მიხედვით სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა.მათ შორის:
ქვედა ლეჟას უბანში გზის მოხრეშვა-მოშანდაკება;
ზედა ლეჟაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია;
შეროზიის უბანში სასმელი წყლის საქაჩი ძრავის განახლდა ,ასევე გარე განათებები მოეწყო;
მე-11 უბანში გზის მოხრეშვა -მოშანდაკება განხორციელდა;
ნაკიფუს ცენტრში-საკოკაიოს უბანში წისქვილის რეაბილიტაცია დასრულებულია.
მე-9 უბანში კი სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა;
ლეცინდეს უბანში გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდა;
სააბულაძოს სასმელი უბანში წყლის ავზის რეაბილიტაცია დასრულდა;
ნანჯარუ-სამოლაშხიოს უბანში წყლის რეაბილიტაცია,დაქსელვა და გარეგანათებების მოწყობილობა დასრულებულია;
სალუკაოს უბანში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს;
ნანჯარუს უბანში ფრენბურთის მოედნის მოწყობა დასრულებულია.
ულურია-საბელქანიოს უბანში გარე განათებები მოეწყო, ასევე გზის მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდა.