Hot line : 599647050

 ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ და ასოციაცია „მერკურის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ ხელი მოაწერეს.

10 November, 2022

 მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს: ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას.

 შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდა.

  მხარეებმა ისაუბრეს მემორანდუმის საგნით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების საკითხებზე.

  მემორანდუმის საგანთან დაკავშირებული თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები პერიოდულად გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას,რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

Share page