Hot line : 599647050

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა

10 November, 2022

დღეს ,10 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ხათუნა თორდიას ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

  აღნიშნული შეხვედრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით პირველად გაიმართა.

  შეხვედრას ოცამდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 შეხვედრის მიზანი გახლდათ,სამეგრელოს რეგიონში მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების ურთიერთთანამშრომლობა და ჩართულობა.

 მოხდა ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე პროექტების, პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესახებ,შემდგომში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.

 შეხვედრაზე მოწვეულმა თითოელმა ორგანიზაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციაზე და მიმდინარე პროექტებზე.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მზაობა გამოთქვეს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის.

  აღნიშნულიქნა, რომ დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებისა და საჭიროებისას იდენტიფიცირებისათვის.

  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისა და მჭიდრო თანამშრომლობაზე მზაობისთვის.

 

Share page