გიორგი ხარჩილავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები , ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე იმსჯელეს.