წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს.
დღეს ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდნენ და შეშით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით რეაგირებას და დახმარებას ითხოვდნენ .
მოსახლეობის მოთხოვნაა გარემოს დაცვის სამინისტრომ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადადგან ქმედითი ნაბიჯები და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა, რათა ცივ ზამთარს შეშის გარეშე არ შეხვდნენ.