Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მერიის მიერ 2023 წლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის ძირითადი პარამეტრების პრეზენტაცია გაიმართა

11 November, 2022

 დღეს 11 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მერიის მიერ 2023 წლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის ძირითადი პარამეტრების პრეზენტაცია გაიმართა, პრეზენტატორი მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული გახლდათ.

 პროექტის საჯარო განხილვის ინიციატორია მუნიციპალიტეტის მერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI მხარდაჭერით.

  შეხვედრის მიზანია, ბიუჯეტი დაიგეგმოს და დამტკიცდეს ფრაქციების მაქსიმალური ჩართულობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით და რაც მთავარია ერთიანი კონსენსუსით და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ.

 არსებულ პროექტთან დაკავშირებით, ისაუბრეს NDI-ს პროგრამის კოორდინატორმა რუსლან წულუკიძემ და რეგიონულმა კოორდინატორმა სალომე გუგუშვილმა.

 რეკომენდაციებით და მოსაზრებებით წარსდგნენ წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია ‘ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს, წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“-ა და წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 

Share page