Hot line : 599647050

დღეს, 8 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა

8 December, 2022

 დღეს, 8 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გონერ კვარაცხელია -ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის"თავმჯდომარე, მაია მიქავა-ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

 ახალშობილები;

  ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე ბენეფიციარები;

 მოქალაქეები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

  მრავალშვილიანი ოჯახები;

 შშმ პირები;

 დედ-მამით ობოლი ბავშვები;

 კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახები.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

Share page