პროექტი-ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის
ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი განვითარების მიზნით,2021 წლიდან ასოციაცია"თანხმობისა“ და ქეა კავკასიას მიერ ხორციელდება პროექტი-ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის. პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ,ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით.
პროექტში ჩართულები არიან მუჟავადან და ჭალედან,საჯარო სკოლის უფროსკლასელები.
ამასთან დაკავშირებით,დღეს14 დეკემბერს წალენჯიხის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ,მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობა“-ს წარმომადგენელმა მაია ჩემიამ წარადგინა,ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმებზე.
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მათ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემები და ყურადღება გაამახვილეს მათი გადაჭრის გზებზე.დაასახელეს რიგი პრობლემები,მათ შორის: სკოლაში და მთლიანად სოფელში ინტერნეტის არქონა, ბიბლიოთეკების შევსება ახალი წიგნებით,საგზაო ნიშნების არქონა, სიჩქარის მზღუდავი ბარიერების მოწესრიგება,განათების სისტემების მოწესრიგება,სკოლებში კვების ობიექტების არქონა,სპორტული მოედნების რეაბილიტაცია,მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა,სკვერების მოწყობა და კლუბების რეაბილიტაცია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას რიგი პროექტების განხორციელებაში.ისაუბრა განათლების საკითხების მნიშვნელობაზე,ახალგაზრდებთან კომუნიკაციაზე. მან ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის სახელით მზაობა აღუთქვა თანამშრომლობისათვის და რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარებაზეც პირადად დახმარებას დაპირდა.