Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მორიგი სიახლე გაჟღერდა

16 December, 2022

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მორიგი სიახლე გაჟღერდა. მერის პირველი მოადგილის, ივანე ბურდულის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა პირველკლასელი კვებით იქნება უზრუნველყოფილი. კვება მოიცავს შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის საჭირო პროდუქტებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება კვების ხარისხის კონტროლი.

  საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 დოკუმენტის პროექტი კომისიის წევრების მიერ სრულად იქნა მხარდაჭერილი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე გავა საბოლოოდ დასამტკიცებლად.

 

Share page