ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფიროსმანის ქუჩაზე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები გრძელდება.აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტი არასდროს ყოფილა. საგზაო ინფრასტრუქტურა 300 მეტრის მონაკვეთზე მოწესრიგდა.
პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე არხების ქსელი მოეწყო,გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ამ ეტაპზე პირველი საფარი დაიგო.უახლოეს დღეებში ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის ინიციატივით, ამ გზაზე გარეგანათებებიც სრულად მოწესრიგდა.