Hot line : 599647050

მერის სათათბირო ორგანოს,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა

19 December, 2022

დღეს,19 დეკემბერს,მერის სათათბირო ორგანოს,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა უძღვებოდა.

 სხდომას ესწრებოდნენ: წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მრჩეველთა საბჭოს წევრები.

დღის წესრიგით განიხილეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 პროექტი წარადგინა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა.

სხდომის ყველა წევრი მუხლობრივად გაეცნო საფინანსო-საბიუჯეტო პროექტს, ივანე ბურდულმა ასევე ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხაჩილავამ აღნიშნა ,რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სოციალურ საკითხებს,სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.ინფრასტრუქტურის განვითარებას,საგანმანათლებლო,სპორტული და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას.

ისაუბრეს,სოფლის მეურნეობის,ტურიზმის,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემის დაძლევის საკითხებზე.

 

Share page