სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიახლეების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიახლეების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს.
ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ცენტრსა და ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრთან ხელშეკრულება გაფორმდა,რის საფუძველზეც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება .
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებით ინერგება ჰასპის პროგრამა.სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად შეძენილ იქნა 3 სახეობის თერმომეტრი: ჰიდრომეტრი-ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი.
საკვებისა და მაცივრის თერმომეტრები.
ყველა საბავშვო ბაღისთვის ახალი ცეცხლმაქრის შეძენა მიმდინარეობს.
უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით, ყველა საბავშვო ბაღისთვის შეკვეთილია საევაკუაციო გეგმა.