Hot line : 599647050

დღეს,30 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

30 January, 2023

დღეს,30 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

 დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა ზღვაიას დასახლებაში,ზედა და ქვედა მაზანდარას,ლუღერასა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე.

 შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 შეხვედრაზე მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი საკითხები:

 ზღვაიას დასახელებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ მოითხოვა-სასმელი წყლის გამრიცხველიანება;

საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება;

დასახლებაში ჩასარიცხი აპარატის დამონტაჟება;

ასევე 9 ოჯახმა მოითხოვა გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და ელექტრო ბოძების განახლება.

 ზედა მაზანდარას მოსახლეობამ მოსაცდელისა და დასასვენებელი პარკის მშენებლობა მოითხოვა.

 ქვედა მაზანდარას უბნის მოსახლეობამ პრიორიტეტად ქუჩების მოხრეშვა-მოწესრიგება,სანიაღვრე არხების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და ელექტრო განათებების მოწყობა დაასახელა.

 ლუღერა- სამცაცხვის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით, თანხები საფეხბურთო მოედნის მშენებლობის დასრულებისკენ მიმართეს.

 ხვითერი-საკალანდიოს უბნის მოსახლეობამ პრიორიტეტად გზების მოხრეშვა-მოშანდაკება, სანიაღვრე არხების გაწმენდა და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე გარეგანათებების მოწყობა დაასახელა.

 

 

 

 

Share page