Hot line : 599647050

შეხვედრები მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში

1 February, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში,ლეჯოლოხე,ლეღვინჯილესა და მიქავაში გაიმართა.

✅შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რომან კვარაცხელია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი საკითხები:

სამიქაოს უბნის გზის რეაბილიტაცია ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობით.

 ლეჯოლოხეში მოსახლეობის მოთხოვნაა 2 წისქვილის რეაბილიტაცია სხვადასხვა უბანში, გარეგანათებების მოწყობა ლეჯოლოხე-ზუმის დამაკავშირებელ ხიდთან,ასევე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს მშენებლობის სამუშაოების დასრულება და ყოფილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათებების მოწყობა.

 

ლეღვინჯილეს მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტია,ქვედა ლეღვინჯილეში წისქვილის რეაბილიტაცია, ზედა ლეღვინჯილეში კი წისქვილის მშენებლობა და გარეგანათებების მოწყობა.

 

Share page