Hot line : 599647050

შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

7 February, 2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, პროგრამის ფარგლებში დღეს შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

 მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები:

 პალურში მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად-სამარღიოს ტერიტორიაზე გზის (აღმართზე) ბეტონის საფარის მოწყობა, პალურის საბავშვო ბაღში, კი სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაასახელა.

 მახარიაში- საანთიოს უბანში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, სანიაღვრე სისტემების,გარე განათებისა და საუბნო გზებზე მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარება დაასახელა.

 ზედა-ლია(ლებოხაში) მოსახლეობამ წყალსაქაჩი მოწყობილობის შეძენა,სანიაღვრე არხების,გარეგანათებების მოწყობა და შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები შეარჩია.

 ლიაში მოსახლეობამ საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოხრეშვით სამუშაოებს,ცენტრში არსებული ტერიტორიის მოწესრიგება-ბეტონის საფარის დაგებას, წყალგაყვანილობის სისტემებისა და გარეგანათებების მოწყობას მიანიჭა უპირატესობა.

+12

Share page