Hot line : 599647050

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს,13 თებერვალს, ჯვარში გაიმართა.

13 February, 2023

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს,13 თებერვალს, ჯვარში გაიმართა.

 შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა:

 ოჭანეში ორი წისქვილის მშენებლობა,გარეგანათებებისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა დასახელდა.

  ქვედა ჯვარში-ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა შეირჩა.

 ნაკაში მოსახლეობამ სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის დაგება დაასახელა.

 ჯვარში-საკანალიზაციო, სანიაღვრე არხების მოწყობა,სპორტდარბაზის რაბილიტაცია და პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული ტროტუარების მოწესრიგება შეირჩა.

 პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში - კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

• სარწყავი სისტემები;

სანიაღვრე არხები;

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

გარე განათება;

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

ამბულატორიის შენობები;

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

2023 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება.

 შეხვედრები პროგრამის ფარგლებში დღეს,13 თებერვალს დასრულდა.

 მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები კი მოსაწონებლად საკრებულოს გადაეგზავნება.

 

0:11 / 2:43

 

Share page