Hot line : 599647050

ინფორმაცია შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით

23 February, 2023

დღეს, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ ზუგდიდში არსებობს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი.

წალენჯიხის და სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი იძულებულია, ყოველდღე ატარონ ბავშვები ზუგდიდში შესაბამის სეანსებზე.

 სამწუხაროდ, ხშირად ეს შეუძლებელია მატერიალური თუ სატრანსპორტო პრობლემების გამო. ზუგდიდის სარეაბილიტაციო ცენტრში, მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი მოუწიოს ბენეფიციარს რიგში დგომა. შედეგად კი, ბევრი ბავშვი რჩება სათანადო მომსახურების გარეშე.

 სეანსები მრავალფეროვანია და მოიცავს: ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ნევროლოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას, (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვა).

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა ზემოთაღნიშნული საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდეს შშმ ბავშვთა რეაბილიტაცის ცენტრი.

ვინაიდან წალენჯიხის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს შესაბამისი მომსახურების მიღებას, მერია იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე, მოიძია სათანადო ფართი და საკრებულოში წარადგინა შესაბამისი ბიუჯეტი, რაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პრიექტის 200 000 ლარით დაფინანსებას.

  აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორიც მზაობას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის.

 მერია იმედოვნებს, რომ წალენჯიხის საკრებულოს ყველა ფრაქცია გაითვალისწინებს ამ პროქტის მნიშვნელობას და მხარს დაუჭერს ახალი პროექტის განხორციელებას.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

Share page