Hot line : 599647050

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და სამსახურში არსებულ სიახლებს ადგილზე გაეცნო.

17 March, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და სამსახურში არსებულ სიახლებს ადგილზე გაეცნო.

 ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო ინვენტარების განახლება.

 სამსახურმა შეძლო მოეწყო სასაწყობე საცავი, რომელიც წლებს მანძილზე არ არსებობდა.

შეძენილიქნა სხვადასხვა ინვენტარი და დამხმარე დანადგარები.

ასევე აღსანიშნავია,რომ კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით შეძენილიქნა გარეგანათებების მოწყობაზე მომუშავე სპეც- მანქანა.

  ქალაქ ჯვარში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის საკითხები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,

 გიორგი ხარჩილავამ ასევე ქალაქ ჯვარში ტურისტული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, ყოფილი კოლმეურნეობის შენობას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები,ეზოში განთავსდა ტურისტული ბანერები,უახლოეს პერიოდში კი სამუშაოები დასრულდება და სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

 გიორგი ხარჩილავამ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაჯამა და სამომავლო გეგმბზე ისაუბრა.

+20

Share page