Hot line : 599647050

ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცათ

26 March, 2023

 როგორც ცნობილია,გასულ წელს, ქალაქ წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა.

  ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომელთაც ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება.

ახალი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით,თითოეულ მათგანს (3 ოჯახს) ახალი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით, უსასყიდლოდ გადაეცათ .

 მამუკა ხაზარაძემ ამავდროულად ზემოთხსენებული ოჯახებიდან ერთერთში მცხოვრებ შშმ პირს გადაადგილების ეტლი გადასცა საჩუქრად.

 უახლოეს პერიოდში კი, ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში პროექტის განხორციელება განახლდება,რომელიც პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით ხორციელდება.

 პროექტი გულისხმობს კულტურისა და განათლების ცენტრის შექმნას.

აქ უნდა გაიხსნას ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფი და მუსიკალური სკოლა.

 ასევე,აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო, მოეწყობა აფხაზურ-კოლხური რესტორანი.

  წალენჯიხა გახდება ადგილი, სადაც ტურისტები გაჩერდებიან და კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

+25

Share page