Hot line : 599647050

ერთად შევქმნათ ვენახების კადასტრი და ხელი შევუწყოთ მევენახეობა -მეღვინეობის განვითარებას

5 April, 2023

  ერთად შევქმნათ ვენახების კადასტრი და ხელი შევუწყოთ მევენახეობა -მეღვინეობის განვითარებას.

  ვენახების კადასტრის პროგრამა წელს დასავლეთ საქართველოში განხორციელდება.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს 5 აპრილს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს,რომელსაც ესწრებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

  ვენახების კადასტრი გულისხმობს დეტალური ინფორმაციის შეგროვებას მევენახეების, ღვინის მწარმოებლებისა და ვენახების შესახებ, რაც უზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.

  პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები.

  ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

  ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.

#ღვინო #ვენახებისკადასტრი

+8

Share page