Hot line : 599647050

,,გახდი გამყოლი"

5 April, 2023

 

 სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენლები დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას სტუმრობდნენ.

 შეხვედრის მიზანი გახლდათ მე-8-მე-12 კლასის ჩათვლით ,სკოლის მოსწავლეების ჩართვა-გადამზადება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში.

სკოლა პროფესიული განათლების ეგიდას წარმოადგენს.

 ტრენინგის შემდეგომ ე.წ პროფესიით "გამყოლი" სტუმარს აცნობს ქვეყნის, კუთხის ტრადიციებს და უნიკალობას. სერტიფიცირებული სამთო გამყოლები, კი ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მუნიციპალიტეტის ციტირების ინდექსს.

 ტურიზმის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პირობა მოზარდთა მაქსიმალური ჩართულობაა.

 აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან სკოლის დიპლომირებული სამთო გამყოლები „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA)“ და „სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA)“ წევრები არიან, რაც საშუალებას აძლევთ აწარმოონ პროფესიული საქმიანობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასოციაციის 25 წევრ ქვეყანაში ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით.

 შეხვედრისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში და დაიგეგმა საერთო

" საზაფხულო ბანაკი".

#გახდიგამყოლი

Share page