Hot line : 599647050

 ყველა ბარიერი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები და მათი მშობლები აწყდებიან დღეს, უკვე დაძლევადია.

6 April, 2023

 ყველა ბარიერი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები და მათი მშობლები აწყდებიან დღეს, უკვე დაძლევადია.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა შეხვედრა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა და მათ მშობელთა რეაბილიტაციის ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია, სკოლამდელი-სააღმზრდელო საგანმანთლებლო ცენტრის წარმომადგენლები და საბავშვო ბაღების პედაგოგები.

 შეხვედრაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ ზუგდიდის აუტიზმის ცენტრის ასოციაცია "გზამკვლევის" წარმომადგენლები,სერთიფიცირებლ თერაპევტებთან ერთად და აუტისტი ბავშვები მშობლებთან ერთად.

 საინფორმაციო ხასიათის შეხვერაზე აუტისტური ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

 ასციაცია "გზამკვლევის" დამფუძნებლებმა ირმა ნოდიამ და ნათია სახოკიამ მადლობა გადახადეს მუნიციპალიტეტის მერს იმ მნიშვნელოვანი საქმის საფუძვლის ჩაყრისთვის, რასაც წალენჯიხაში აუტისტური ცენტრის გახსნა ჰქვია.

 აღინიშნა, რომ ეს ცენტრი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ მშობლებისა და ბავშვებისთვის, ვისაც წალენჯიხიდან სხვა ქალაქში უწევთ რეაბილიტაციის გავლა.

დარბაზში წარმოდგენილი იყო 18 წლს გიორგი სიჭინავას ფერწერულ ნამუშევართა პერსონალური გამოფენა.

+18

Share page