Hot line : 599647050

 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

6 April, 2023

 

 სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

 ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში, ფეხბურთში,კალათბურთში, ფრენბურთში ,კარატეში,თავისუფალ ჭიდაობაში,კრივში.

  მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში 250 -ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 ღონისძიებებს დაესწრო და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ.

  მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, განახლებულ სპორტულ დარბაზში ტაეკვანდოს საჩვენებელი გამოსვლა გაიმართა.

+18

Share page