Hot line : 599647050

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების კომისიის მორიგი სხდომა

13 April, 2023

 დღეს, 13 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გონერ კვარაცხელია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

  კომისიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერდად დაფინანსდნენ:

 ომისა და შრომის ვეტერანები;

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ოჯახების მშობლები;

100 წელს გადაცილებული პირები;

სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ჯახები;

ავღანეთის ომისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები;

 როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების კომისიის სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

Share page