Hot line : 599647050

 ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს ქალაქ წალენჯიხის უმწეოთა სასადილოს 115 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა

15 April, 2023

 ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს ქალაქ წალენჯიხის უმწეოთა სასადილოს 115 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა.

  სააღდგომო ნობათი ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ , სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავამ გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

  ნობათი მთლიანობაში ქალაქ წალენჯიხისა ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოების 230-მა ბენეფიციარმა მიიღო.

 ამავდროულად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების კომისიის გადაწყვეტილებით, აღდგომის კვირეულში 120-მდე სხვდასხვა კატეგორიის ბენეფიციარები-ომისა და შრომის ვეტერანები; რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ოჯახების მშობლები; 100 წელს გადაცილებული პირები; სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები; ავღანეთის ომისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მიიღებენ დახმარებას ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში.

+9

Share page