საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
დღეს, 20 აპრილს, წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის თვითმართველობის ინიციატივით ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენა გაყიდვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პოროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება USAID ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამას საქართველოში PH INTERNATIONAL ახორციელება, ხოლო სამეგერლო- ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამას ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ სკოლა-ბიზნეს ფორუმი, აღნიშნულ ფორუმზე კომპანია „ვივა დეველოპმენტმა“ დააფინანსა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის ინიციატივა.
ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს 100-მდე ხელთნაკეთი ნივთი, რომელიც გამოიფინა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.