Hot line : 599647050

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.

9 May, 2023

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.

 1945 წლის 8 მაისს,ვერტმახის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა,აქედან უკან ნახევარი არ დაბრუნებულა.

 ამ დღესთან დაკავშირებით,დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა- კურთხევით კი, დეკანოზმა ილია სარიამ მელიტონ ქანთარიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 ასევე ამ თარიღთან დაკავშირებით, მელიტონის საფლავთან და ლიაში შინმოუსვლელთა მემორიალთან წალენჯიხის სახალხო ანსამბლ ,, ბედინერას" მომღერლებმა და მოსწავლე -ახალგაზრდებმა მოკრძალებული ღონისძიება მოაწყვეს.

+15

All reactions:

37ანელა ღვინჯილია, Tamar Kvaratskhelia და 35 სხვა პიროვნება

 

Share page