Hot line : 599647050

დღეს 18 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი ესტუმრა.

18 May, 2023

 დღეს 18 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი ესტუმრა.

 ვიზიტის ფარგლებში ის, ადგილობრივი კოალიციური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ამერიკის მთავრობის მიერ წალენჯიხაში განხორციელებულ პროექტების შესახებ ისაუბრეა. მერმა, გიორგი ხარჩილავამ ელჩს წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მოუთხრო.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალბატონ კელის მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 სტუმარმა, მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისათვის და თავადაც სიმბოლური საჩუქრები მიართვა.

 კელი დეგნანი ასევე იმყოფებოდა მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც ტაძრის წინამძღვარმა,დეკანოზმა ანდრია კემულარიამ ამერიკის ელჩს საქართველოში გააცნო XII-ე საუკუნის ტაძრის ისტორია, ისაუბრა თითოეული ფრესკის მნიშვნელობაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმარს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია კემულარიამ და ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა ილია სარიამ გადასცეს ხატი ღვთისმშობლის კვართის გამოსახულებით და სანთლები.

 ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანი შეხვდა USAID-ს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეებს და მათ მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა. დააგემოვნა სხვადასხვა სახის ყველი და მეგრულ-აფხაზური აჯიკა. მეწარმეებმა ამერიკის ელჩი დაასაჩუქრეს მათ მიერ შექმნილი ნაწარმითა და ხელოვნების ნიმუშებით.

 დღის ბოლოს კი, ქალაქ წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამერიკული კუთხე გაიხსნა, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება.

დეგნანი ასევე შეხვდა ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში "ACCESS"-ის გაძლიერებული ინგლისური ენის სექტორის მოსწავლეებს.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კუთხის გახსნა დაეხმარება ახალგაზრდებს მეტი ცოდნა შეიძინონ.

 საელჩოს მიერ ჩამოტანილიქნა წიგნები, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის არის განკუთვნილი.

 ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ეროვნული სამოსით კოსტუმირებული მსვლელობა და კონცერტები გაიმართა.

 ტერენტი გრანელის სახელობის პარკის შესასვლელთან მოხდა ტერენტისეული ნახატების ლითონში დატანილი მონუმენტების ოფიციალური გახსნა.

 წალენჯიხის მერიის წინ შეკრებილი ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კელი დეგნანს ქართულ-ამერიკული ჰიმნის თანხლებითა და დროშებით შეეგებნენ.

 დასასრულს სტუმართან შეხვედრისას გადაღებულ იქნა სამახსოვრო ფოტოები.

კელი დეგნანს ქართული ეროვნული სამოსი ეცვა და მან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი საათი დაჰყო.

+62

Share page