Hot line : 599647050

 დღეს 22 მაისს ქალაქ წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა

23 May, 2023

 დღეს 22 მაისს ქალაქ წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

  წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ღონისძიებები გაიმართა.

 თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად მამუკა ხაზარაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოაწერეს.

  აღსანიშნავია, რომ იტალიის ქალაქ ტურინში იუვენტუსის პროფესიონალურ ვარჯიშებში ქართველმა მწვრთნელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა და მოხდა მათი სერთიფიცირება.

  აკადემიის ქართველი მთავარი მწვრთნელი გახლავთ ირაკლი ღაღნიძე და ეუჯინიო სენა.

  რატი ზარქუა (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე), რომელთაც წარმატებით დაასრულეს იუვენტუსის მწვრთნელთა ტრენინგების 2023 წლის სეზონი, რომელიც ჩატარდა იტალიაში, ტურინში, იუვენტუსის სასწავლო ცენტრ ,,ვინოვოში".

  მწვრთნელებმა მიიღეს ცოდნა და უნარები იუვენტუსის მეთოდოლოგიისა და ფეხბურთელების მომზადების შესახებ.

 მთავარი მწვრთნელი იტალიიდან კი გახლავთ ევჯენიო სენა-UEFA A-ს ლიცენზირებული მწვრთნელი .

 დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩამოსული სტუმრები,აკადემიის, ფეხბურთის გულშემატკივრები, მშობლები და მოწვეული სტუმრები

 შერჩეულიქნა 6-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი რომლებიც დღეიდან შეუდგებიან ვარჯიშებს. პირველ ნაკადში 70 ფეხბურთელი ირიცხება.

 აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავ გაგრძელდება მიღება -შერჩევა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სტუმრებს შორის იყვნენ თემურ ჭყონია, ბადრი ჯაფარიძე, გია როინიშვილი, გია თავაძე, ოთარ ეგაძე, ლევან სამუშია, თეონა დოლენჯაშვილი.

მშობლებმა დაათვალიერეს საწვრათნელი ბაზა; ახალი საშხაპე ოთახები, გასახდელები, თეორიული სწავლებისათვის განკუთვნილი ოთახი.

სიტყვით გამოვიდნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, ირაკლი ღაღანიძე, ეუჯინიო სენა, ბადრი ჯაფარიძე, თემურ ჭყონია,მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მამუკა ხაზარაძე.

 ღონისძიების ფარგლებში პირველი საჩვენებელი წვრთნა გაიმართა.

სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად აღნიშნეს დღევანდელი დღესასწაული.

საზეიმოდ გაიჭრა იუვენტუსის ლოგოთი ტორტი.

 შეხვედრას სპორტული ჟურნალისტები და ადგილობრივი მედია აშუქებდა.

 

Share page