Hot line : 599647050

საკრებულოს თავმჯდომარემ სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა

5 June, 2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, დღეს, 5 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან გელა სალიასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის (ჭაბურღილის) სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.

 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 447 198 ათას ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 პროექტის ფარგლებში მოეწყობა ერთი ახალი ჭაბურღილი 200მ, სიღრმის, ჭაბურღილთანვე მოეწყობა (2 ცალი 50მ 3 ლითონის რეზერვუარები ლითონის კოშკით). ასევე საპროექტო ტერიტორიაზე ეწყობა საქლორატორო საიდანაც მოხდება რეზერვუარებში წყლის დაქლორვა ტუმბოდოზატორის საშუალებით, ხოლო რეზერვუარებიდან წყალი მიეწოდება არსებულ ქსელში.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ამ ეტაპისთვის არსებობს წყალმომარაგების ქსელი, თუმცა აღნიშნულ ქსელში არ არის საკმარისი წყლის რაოდენობა მოსახლეობისთვის.

 

 

 

Share page