Hot line : 599647050

 დღეს ქალაქ ჯვარში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლების შეკრება გაიმართა.

28 July, 2023

 დღეს ქალაქ ჯვარში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლების შეკრება გაიმართა.

 საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერმა "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიით" გათვალისწინებული დემოკრატიული მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 წევრებმა საკუთარ ინიციატივებსა და ხედვებზე, ასევე ქალაქ ჯვარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 სათემო საზოგადოებრივი საბჭოები მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბიროებია, რომელთა ფუნქცია კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფაა.

 პროექტი სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.

+4

Share page