საზაფხულო ბაღები წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში
დღეს, 1 აგვისტოს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღები გაიხსნა.
აღნიშნულ ბაღებში 70-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული.
ქ. წალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღს ესტუმრა და პატარებს ეს დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი- სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და ამავე ცენტრის HCCPკურატორმა მარინა კაკაჩიამ.
ა (ა)იპ. სკოლამდელი- სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრის დირექტორის თქმით: ორივე საზაფხულო ბაღში აღსაზრდელებს ყველანაირი პირობა აქვთ შქმნილი, რომ მთელი დღის მანძილზე გაერთონ, ისიამოვნონ და მიიღონ სამჯერადი, მაღალკალორიული კვება.