ცხელი ხაზი : 599647050

მონაწილეობის პირობები

 

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.

 
„სტარტაპ საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
 
პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცდა.
ინოვაციური კომპონენტი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი არ არის შეზღუდული

„სტარტაპ საქართველოსგან" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე.

განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს.

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ყალიბდება ახალი ერთობლივი საწარმო (სტარტაპ კომპანია) - საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომლის თანადამფუძნებლებია ერთის მხრივ პროგრამის ბენეფიციარი, ხოლო მეორეს მხრივ „სტარტაპ საქართველო".

ერთობლივ საწარმოში (სტარტაპ კომპანიაში) ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს სულ მცირე 50%–ს, საიდანაც სულ მცირე 10%–ი არის მისი ფულადი თანამონაწილეობა, ხოლო მინიმუმ 40% ეძლევა ბიზნესიდეის სანაცვლოდ. შესაბამისად, „სტარტაპ საქართველოს" წილობრივი მონაწილეობა შეადგენს მაქსიმუმ 50%–ს.

ბენეფიციარს უფლება აქვს ჰქონდეს ერთობლივ საწარმოში (სტარტაპ კომპანიაში) 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილოება იმ შემთხვევაში, თუკი მისი ფულადი ან არაფულადი (მატერიალური, არამატერიალური) შენატანის ღირებულება აღემატება კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის 50%-ს.

კონკურსში გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებთან (პროგრამის ბენეფიციარი) „სტარტაპ საქართველო" გააფორმებს პარტნიორთა შეთანხმებას, სადაც გაიწერება პროგრამის ბენეფიციარისა და „სტარტაპ საქართველოს" უფლება-ვალდებულებები, მათ შორის სტარტაპ კომპანიიდან „სტარტაპ საქართველოს" მომავალში გასვლის პირობები და მექანიზმები.

„სტარტაპ საქართველო" რჩება ერთობლივ საწარმოში პარტნიორად არა უმეტეს 10 წლის ვადით. ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს" წილის კომფორტული პირობებით გამოსყიდვის უპირატესი უფლება.

მაღალტექნოლოგიური კომპონენტი

თუ თქვენ გაქვთ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა, თქვენ გახდებით ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის მონაწილე

 

მაღალტექნოგიურ იდეად ჩაითვლება:

 

• ავიაკოსმოსური წარმოება

• ავტომობილები

• ხელოვნური ინტელექტი

• ბიტექნოლოგიები

• ბიოინფორმატიკა

• კომპიუტერული ინჟინერია

• კომპიუტერული მეცნიერება

• ინფორმაციული ტექნოლოგიები

• ნანოტექნოლოგიები

• ბირთვული ფიზიკა

• ელექტრომაგნიტური გამოსხივება

• რობოტიკა

• ნახევარგამტარები

• ტელეკომუნიკაცია

 

მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის შემთხვევაში:

 

პროექტის შეაფასებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სილიკონველიდან (აშშ)

საინვესტიციო დაფინანსება 100,000 ლარამდე

არ მოითხოვება განმცხადებლის თანხობრივი თანამონაწილეობა

განმცხადებლის წილობრივი მონაწილეობა 95%

წარმატებული პროექტების წარდგენა საერთაშორისო ინვესტორებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიში

გააზიარე