ცხელი ხაზი : 599647050

მუნიციპალიტეტი

ტურიზმი

 

 

სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები… ერთი თვალის შევლებითაც კი  სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.
ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს…

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს  სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა… 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს …აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს… ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს და მინდვრებისკენ.   ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს…

ბარხას მღვიმის ლაბირინთები ზღვის დონიდან 850 მეტრზე სოფელ ლეშამგედან 3 კილომეტრში, მეჯოგეთა საზაფხულო სადგომ ბარხაზე. მღვიმე არის დერეფნის ტიპის და რამდენიმე სართულისგან შედგება. გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძე 200 მეტრამდეა. სიღრმე - 80მდე.

კურორტ სქურის წარსული და სამომავლო პერსპექტივები
წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს კურორტი „სქური“ , რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით. სახელწოდება „სქური“ ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას.
ის ეგრისის ქედის განშტოებებით „თარზენით“ და „ბოგაშით“ არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით. 
კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან.
სქურის ტერიტორიაზე მდინარე ჭანისწყალს, მრავალი შენაკადი ერთვის, ნოლიმერი, კიკონია, სქურისწყალი, გარამელა, აბანოს ღელე, ლებიავახაში და სხვ. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ულამაზესი ხეობებით.
ჭანისწყალზე აგებულია მცირე ჰესი „სქურ-ჰესი“, რომელიც 1958 წლიდან დღემდე მოქმედებს
სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია სქურის ეკლესია, სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, სენაკის ნაშთი, ნაეკლესიარი მთავარანგელოზი, დარბაზული ელკესიის ნანგრევი (მდინარე „კიკონიას“ ხევის მარჯვენა მხარეს).
კურორტ სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით. (საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია)
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სქურის წყალმა 1920 წელს შეიძინა სამკურნალო წყლის სტატუსი
1940 წელს დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421).
სქურის წყალი სამკურნალო მინერალური წყალია რომელიც დადასტურებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანება #310/ნ -ით.
საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან, წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურული ბაიოსურის ვულკანოგენური ქანებიდან.
- დებიტი 60-65 ათ ლ/დ.ღ
-სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები. 
• საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები:
1 საყლაპავი მილის ანთებები – რეფლუქსი-ეზოფაგიტი, მტკივნეული, დისპეპტიური, დისფაგიური, შერეული ფორმის – მსუბუქი და საშუალო ხარისხის, გამწვავების ფაზის გარეშე.
2.კუჭის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი:
ა) შენარჩუნებული სეკრეციული ფუნქციით;
ბ) დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით;
გ) მომატებული სეკრეციული ფუნქციით, გამწვავების ფაზის გარეშე.
3. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული – რემისიისა და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. წყლულის ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ.
4.კოლიტი და ენტეროკოლიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიული წარმოშობის გარდა), გამწვავების ფაზის გარეშე.
5.ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები – ინფექციური ჰეპატიტი, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში, დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მცირე გადახრებით.
6 ჰეპატიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის, არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით.
7. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი – ქრონიკული მიმდინარეობის, სხვადასხვა ეტიოლოგიის, იშვიათი შეტევებით, ოპერაციის შემდგომ პერიოდში – 4-5 თვე.
8. ნაღვლკენჭოვანი დაავადება – ინფექციით გართულებისა და ხშირი გამწვავების გარეშე, მხოლოდ მდგრადი რემისიის ფაზაში.
9.პანკრეატიტი – ქრონიკული მიმდინარეობის (ტუბერკულოზურის გარდა), ხშირი გამწვავების გარეშე, ქრონიკული პანკრეატიტის ლატენტური ფორმა.
• ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები
1. რევმატოიდული პოლიართრიტი – რევმატოიდული ართრიტი, უპირატესად სახსროვანი და კლინიკურად კომბინირებული ფორმის არააქტიურ ფაზაში, პროცესის მინიმალური და საშუალო აქტივობით, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.
2. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი – ბრუცელოზური, გონორეული, ტიფის, გრიპის, ტრავმის შემდგომი და ა.შ., აქტივობის ნიშნების გარეშე.
3. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი – დისტროფიული, კეთილთვისებიანი დისტროფიული ოსტეოართროზი ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლის შედეგად მეორადი სინოვიტითა და ტროქანტერიტით.
4. ხერხემლის ოსტეოქონდროზი – მოზრდილთა ოსტეოქონდროზი და ხერხემლის არასტაბილურობა, მეორადი ნევროლოგიური მოშლილობით ან მის გარეშე, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.
5. სპონდილოზი და სპონდილოართროზი – ხერხემლის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის გარეშე.
6. ანკილოზირებული სპონდილოართროზი – ბეხტერევისა და შტრუმპელმარის დაავადებები, ხერხემლის რევმატოიდის მსგავსი ართრიტი, ავადმყოფის გადაადგილების უნარის შენარჩუნებით, პროცესის აქტივობის უმეტეს II ხარისხისა.
7. სპონდილიტი და ოსტეოქონდრიტი – ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) სპონდილიტი. მალთაშუა და მალის სხეულის ოსტეომიელიტი, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.
8. ტრავმული სპონდილოპათია – ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.
9. ძვლის მოტეხილობები – სხვადასხვა მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციითა და მტკივნეული ძვლოვანი კორძებით.
10. მიოზიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების კონტრაქტურა და დიუპიუტრენის კონტრაქტურა სხვადასხვა ეტიოლოგიის, ქრონიკულ ფაზაში.
• ნერვული სისტემის დაავადებები
1. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – რადიკულიტი, რადიკულონევრიტი – გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური, ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის, ლუმბალგია, ლუმბოიშიოლოგია, რადიკულიტი, იშიასი – მწვავე პროცესის დამთავრების შემდეგ და ქვემწვავე სტადიაში, არასრული რემისიის ფაზაში, ქრონიკული მიმდინარეობის რემისიის ფაზაში.
2. პერიფერიული ვეგეტაციური ნერვული სისტემის დაავადებები – კისრის უკანა სიმპათიკური სინდრომის და სიმპათო-განგლიონიტის თანხლებით, ვეგეტაციური პოლინევრიტი, სიმპათიკური განგლიო-ტრუნციტი მწვავე პერიოდის დამთავრების შემდეგ.
3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები – მენინგოენცეფალიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის შერყევის შორეული შედეგები (ენცეფალოპათია), კისრის მიელოპათია, გულმკერდის მიელოპათია და ა.შ. მწვავე პერიოდის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ.
4. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები – ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, პროფესიული ნევროზი, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია (ერბის დისტროფია, ლანდუზი-დეჟერინის, შარკომარის დაავადებები) მსუბუქ სტადიაში, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარის შენარჩუნებით.
აღნიშნული წყალი სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი მონაცემების მიხედვით, რადიაციული ფონი მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვრულ დასაშვებ ნორმას არ აღემატება.
სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება მინერალური წყლის ჩამოსხმა, თუმცა ადრეულ პერიოდში ჩამოსხმა ადგილზე ხდებოდა და წყალი გასაყიდად გაჰქონდათ, როგორც ადილობრივ ისე სხვა ქვეყნის ბაზარზე. დღესდგეობით კი ეს საკითხი პრობლემურია, აღნიშნულის მოსაგვარებლად კი მნიშვნელოვანია ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია იმ ტურისტული პერსპექტივების სათანადოდ წარმოჩენა, რომელიც გააჩნია ამ ტერიტორიას კერძოდ:
1. საკურორტო ტურიზმის განვითარების პერსპექტივა
ტურიზმი.ყოფილი კურორტი სქური,საკურორტო ტურიზმის ფართო განვითარბის საშუალებას იძლევა, ,ზამთარი იცის, თბილი, მცირე თოვლიანი, გაზაფხული გრილი, ნოტიო,ღრუბლიანი, ზაფხული თბილი, უხვმზიანი,შემოდგომა ზომიერად გრილი, მზიანი, ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია, ჰაერი, მინერალური სასმელი წყალი,წყლის აბაზანა. სქურის წყალი მიეკუთვნება სუფატურქლორიდ,ნატრიუმ–კალიუმიანი ტიპის წყალს.

2. საეკლესიო ტურიზმის განვითარება
საეკლესიო ტურიზმის განვითარება შესაძლებელია წალეჯიხის მაცხოვრის ფერისცვალვალების ეკლესიის ბაზაზე (X-XI ს.ს) რომელიც უნიკალური ძეგლია, მის კედლებზე შემორჩენილია ფერწერის ძვირფასი ნიმუშები. ასევე მუნიციპალიტეტი მდიდარია ძეგლებით, ჯაღირას ციხე სიმაგრის კომპლექსი, ობუჯის მონასტერი სამრეკლოთი, ზურგიანი კოშკი, სქურის ეკლესიათა კომპლექსი,ლესალეს ციხე სიმაგრე, ნაციხარის კომპლექსი ,,დიდი ქირსა“,კოშკი ,,ომუნეს ჯიხა“,ციხე კოშკი „გაგაჩი“,ეკლესია „გუბანი “, კოშკი „ქართლაში ციხე“, ეკლესია „ ლებარე“, ნაეკლესიარი „ ნაზიმაკოჩი“, „ბუჭიას სალოცავი“,არქიტექტურულ ეკლესიათა კომპლექსი „მთავარანგლოზი“, ეკლესია „ ნაოხვამუ“,:ნაჯიხარი “, და სხვა.
3. სამთო ტურიზმის განვითარება
სამთო ტურიზმი. ეგრისის მთების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მოქცეული, ამ ქედის ყველაზე უფრო ლამაზი ნაწილია მთა „ჭითაგვალა“(3226 მ.ზ.დ.) მთა „ლაკამურაშიდუდი“(3111 მ.ზ.დ.) მთა „ცაშკიბული“ ტბ„ტობავარჩხილი“,ადგილი „ჩხოროწყარი“,ადგილი „ქუაცანცალია“, „ყვირას“ კირქვიანი მასივები(2200–2037 მ.ზ.დ.) საინტერესოა მთის ტყეები,სუბალპური და ალპური, მდელოები მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით (ძელქვა, ბზა,კავკასიური და პონტური როდოდენდრომი, სამეგრელოს არყი,) . მთის მდინარეები და ჩანჩქერები მდინარე მაგანას კანიონი, ჯვარის წყალსაცავი, მისი მიმდებარე ტყეები. სამონადირეო ტურიზმი მთის ტყეები ალპური და სუბალპური მდელოები, ძნელად მისადგომი მთები და ჭიუხები, გარეული ნადირფრინველთა საუკეთესო საბინადრო ადგილებია, გავრცელებული ცხოველები: გარეული ღორი, მურა დათვი და სხვა. მიმზიდველი ადგილებია: მთა „ჭითაგვალა“ტბა „ტობავარჩხილი“,მდინარე მაწურწყალის ჩანჩქერი,მდინარე მაგანას ხეობა და კანიონი, „ყვირას კირქვიანი მასივი“,მოქანავე ლოდი „ქუაცანცალია“,ჯვარის წყალსაცავი, ინწრას ჩანჩქერი, ჭანისწყლის ხეობა. ტურისტული მარშრუტები : 1. ფოცხო ოხაჩქუეს კირქვიანი მასივი, ჯვარის წყალსაცავის მარჯვენა სანაპირო, ფოცხო. 2. ხოკო–მაგანას კანიონი,წყავაში, ქუაუჩა, ტობავარჩხილი. 3. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, სქურის სამონასტრო კომპლექსი. 4. სქური, ჩხოროწყარი, ცაშიკიბული, 5. ობუჯის სამონასტრო კომპლექსი, ქიაჩელის და შენგელაიების სახლმუზეუმი. 6. ტერენტი გრანელის, აკად. ტარას კვარაცხელიას, აკად. ეგნატე ფიფიას სახლმუზეუმები. 
ასევე ყველა პირობაა შექმნილი, ეკოლოგიური ტურიზმის გასავითარებლად.
,, სქურის“ წყალი, (რომელიც დღეს მდინარეში ჩაედინება),სამკურნალო გამანჯანსაღებელი სანატორიუმი, -- მეპატრონეს (მენეჯერს) ელოდება, მუნიციპალიტეტის გამგეობას ამისთვის ფართოდ აქვს კარები გაღებული, რათა ინვესტორმა თავისი მოგება ნახოს ხოლო მუნიციპალიტეტმა ეს კუთხე (სუფთა ჰაერი,მინერალური წყალი,ულამაზესი ხეობები, მთის სილამაზე) ქვეყნის და საზოგადოების სამსახურში ჩააყენოს.

The beautiful places of Samegrelo are decorated with the sights of Tsalenjikha კი Even with the blink of an eye, you will forever enjoy the nature here.
Lakada Celebrates Mountainous Samegrelo…

The village of Chkvaleri in Tsalenjikha Municipality is adorned with the river Intsra. Each step brings the shout closer to the array…

Barkha Cave Labyrinths at 850 meters above sea level, 3 kilometers from the village of Leshamge, on the Barkha Summer Stadium. The cave is a corridor type and consists of several floors. The total length of the examined part is up to 200 meters. Depth - up to 80.

Past and future prospects of Resort Skuri
12 km from Tsalenjikha, on the bank of the river Chanistskali, 450-500 meters above sea level is the resort "Skuri", which is rich in mineral waters and historical monuments. The name "Skuri" means a forested, watery valley.
It is bordered by the tributaries of the Egrisi Range "Tarzen" and "Bogashi", which is rich in various minerals.
The area of ​​the resort was defensive in ancient times, there was a rock here, during the closure of which the population was protected from being hit.
In the territory of Skuri, many tributaries are attached to the river Chanistskali, Nolimer, Kikonia, Skuristskali, Garamela, Abano Ghele, Lebiavakha and others. Each of them is represented by beautiful valleys.
A small HPP "Skur-HPP" was built on Chanistskali, which has been operating since 1958
The area of ​​Skuri is also rich in historical monuments, including Skuri Church, Skuri Castle, back tower, the remains of Senaki, the Church of the Archangel, the ruins of the Hall Elkesia (on the right side of the gorge of the river "Kikonia").
Resort Skur has a humid subtropical climate, moderate temperatures, low barometric pressure and an abundance of oxygen due to the mixed air of the mountains and the sea. (Average temperature is 2-4 degrees)
It should also be noted that Skuri water acquired the status of medicinal water in 1920
A sanatorium was established in 1940, where people from different countries and corners were treated (mineralization 1.7, ions in mg equivalent in c173s0421).
Skuri water is a healing mineral water which is confirmed by the order # 310 / N of the Minister of Labor Health and Social Affairs of Georgia of November 5, 2002.
The deposit is associated with Middle and Upper Cretaceous, Cretaceous and Paleogene sediments, water is extracted by wells from the volcanic rocks of the Middle Jurassic Baiosur.
- Debit 60-65 ten l / d
-Medical indications: digestive organs; Diseases of the musculoskeletal system and peripheral nervous systems.
• Diseases of the digestive organs:
Inflammation of the esophagus - reflux-esophagitis, painful, dyspeptic, dysphagia, mixed form - mild to moderate, without exacerbation phase.
2. Stomach diseases - chronic gastritis:
A) with maintained secretory function;
B) with impaired secretory function;
C) with increased secretory function, without exacerbation phase.
3. Gastric or duodenal ulcer - in the phase of remission and incomplete remission, without a tendency to bleeding. 2 months after ulcer surgery.
4. Colitis and enterocolitis - chronic, of various etiologies (except tuberculous, stenotic and bacterial origin), without exacerbation phase.
5. Diseases of the liver, bile ducts and pancreas - infectious hepatitis, with post-hepatitis residual events, in the inactive phase, with small deviations of liver function 1-2 months after the disease.
Hepatitis 6 - chronic, of various etiologies, in the inactive phase, with slight deviations of liver function.
7. Cholecystitis and cholangitis - chronic course, of various etiologies, with rare attacks, in the postoperative period - 4-5 months.
8. Gallstone disease - without complication of infection and frequent exacerbations, only in the phase of sustained remission.
9. Pancreatitis - a latent form of chronic current (except tuberculosis), without frequent exacerbations.
• Diseases of the musculoskeletal system
1. Rheumatoid arthritis - Rheumatoid arthritis, predominantly in the inactive phase of the joint and clinically combined form, with minimal and moderate activity of the process, the patient's ability to self-care.
2. Infectious polyarthritis of certain etiology - brucellosis, gonorrhea, typhoid, influenza, post-trauma, etc., without signs of activity.
3. Osteoarthritis, Osteoarthritis - Dystrophic, benign dystrophic osteoarthritis due to metabolic and endocrine dysfunction with secondary synovitis and trochanteritis.
4. Spinal osteochondrosis - Adult osteochondrosis and spinal instability, with or without secondary neurological disorder, with the patient's ability to self-care.
5. Spondylosis and spondyloarthritis - without a sharp restriction of spinal movement.
6. Ankylosing Spondyloarthritis - Bekhterev and Strumpelmar's Dispute