სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეს, პირველ თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ახალი წლის შემდეგ ყველა საბავშვო ბაღში გაუმჯობესებულიქნა კვების მენიუ, კვება სამჯერადია. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის ყველა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნონ. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებში ინყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგის ხელმძღვანელი ფატიმა კვარაცხელია.