ცხელი ხაზი : 599647050

31 იანვარს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

26 იანვარი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 31 იანვრის მორიგი სხდომის დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:


1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.


მომხსენებელი: თენგიზ ფიფია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე


2. " წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


მომხსენებელი : მანანა ჭანია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე


3. სხვადასხვა


ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მეოთხე კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.

მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი : ზაურ სამუშია - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი

გააზიარე