ცხელი ხაზი : 599647050

28 თებერვალს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

23 თებერვალი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 28 თებერვლის მორიგი სხდომის 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მერის მიერ მომხსენებელად დანიშნული პირი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსი

3.„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: რუსუდან კვარაცხელია- მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: მანანა ჭანია- საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5.სხვადასხვა

ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის იანვრის თვის შესრულების შესახებ. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: -თეა სარია

 

გააზიარე