ლეჟას საბაზო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით , სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთისა და ნაკიფუ-ლეჟას ტერიტორიაზე 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა -„სტარი“- ახორციელებს.
სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.