მ/წლის 18 მარტს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა
პროექტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების
2022 წლის 18 მარტის ერთობლივი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესახებ;
პროექტის წარმომდგენი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის უხუცესი წევრი
2. „წალენჯიხის მუნიციპლიტეტის წევრების (გარდა თანამდებობის პირების პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
პროექტის წარმომდგენი: თენგიზ ფიფია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის უხუცესი წევრი
3.„წალენჯიხის მუნიციპლიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
პროექტის წარმომდგენი: თეა სარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
4.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესახებ;
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში (იჯარით) აუქციონის ფორმით - გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
7.,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022-25 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე
პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
8.2021 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის თაობაზე
პროექტის წარმომდგენი: დავით სოსელია, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
ერთეულის შესყიდვების განყოფილების უფროსი
9.სხვადასხვა
ა) სამართლებრივ შენიშვნასთან დაკავშირებით
(წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 და №8 დადგენილებებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს სამართლებრივი შენიშვნა)
სხდომის დაწყების დრო: 12 :00