2022 წლის 22 მარტს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.
პროექტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარე
2. „წალენჯიხის მუნიციპლიტეტის წევრების (გარდა თანამდებობის პირების პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხსენებელი: კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარე
3.„წალენჯიხის მუნიციპლიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: მერაბ შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
5. მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
6.მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
7.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში (იჯარით) აუქციონის ფორმით - გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
8.,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022-2024 წლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების თაობაზე
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი:გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
9. 2021 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის თაობაზე
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი:დავით სოსელია, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი
10.სხვადასხვა
სხდომის დაწყების დრო: 12:00