ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს,ექსპერტს მაურო ვუერციოსა და მონიტორ კარლ კურინის უმასპინძლა

22 მარტი, 2022

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს,ექსპერტს მაურო ვუერციოსა და მონიტორ კარლ კურინის უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე,კონფლიქტისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე.

მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ წალენჯიხისა და უკრაინის ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ისაუბრა წალენჯიხა-იავოროვის დამეგობრობის უმნიშვნელოვანეს საკითხზე.მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა დახმარების ხელი გაგვეწოდებინა უკრაინელი ხალხისათვის.

დახმარებები გროვდება მედიკამენტების,ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების სახით.

მერმა აღნიშნა რომ დაარსდა სოლიდარობის ფონდი რომლის მეშვეობითაც გროვდება თანხები ისევ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

როგორც მან აღინიშნა, ამ დღეებში წალენჯიხელი ხალხის თანადგომით ისევ ხდება შესაძლებელი დიზელგენერატორის შეძენა და გაგზავნა ქალაქ იავოროვში.

მისიის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილი სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არსებობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების თუ სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებაში.

 "ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მისიის როლს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის მშენებლობაშირაც, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს“ -განაცხადა გიორგი ხარჩილავამ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის.

მისიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ხარჩილავას და ლაშა ზარქუას იმისათვის, რასაც უკრაინელი ხალხისათვის აკეთებენ.

მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთერთი იყო რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

 

გააზიარე