საქებურიოს უბანში მეწყერი ჩამოწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის საქებურიოს უბანში მეწყერი ჩამოწვა.
ამ ეტაპზე სამანქანე გზა გახსნილია.გაწმენდითი სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
არსებულ ვითარებას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და მერის წარმომადგენელი ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ფიფია გაეცნენ.