ცხელი ხაზი : 599647050

დასუფთავების აქცია სამცაცხვის ტერიტორიაზე

29 April, 2022

ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით,დღეს 29 აპრილს, დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სამცაცხვის ტერიტორია სრულად დაასუფთავეს.

ტერიტორია სრულად გასუფთავდა სხვადასხვა სახის ნაგვისა და ნარჩენებისგან.

შესრულებულ სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე გაეცნენ.

 

გააზიარე