გამწვანების აქცია აქტიურად მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია აქტიურად მიმდინარეობს.
გამწვანების აქციის ფარგლებში, დღეს 6 მაისს, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ჯიშის ნარგავები(სპირალისებრი ლეილანდის კვიპაროსი და კალესტომონი )15-მდე ძირი დაირგო.
ხის დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ წალენჯიხის მერის წარმომადგენელის ადმინისტრაციამ, მოქალაქეებმა,ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ნერგის გახარება და მასზე ზრუნვა, მუნიციპალიტეტის საქმეც არის,საზრუნავიც და პრეროგატივაც.
ეს აქცია, რომლის სახელწოდებაც არის "ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპარი" , მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შექმნას და უფრო მეტი ინტენსივობითაც გაგრძელდება.
ხვალიდან კი საგაზაფხულო პროექტი შეჩერდება და გადაინაცვლებს შემოდგომისთვის.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს პროექტში მონაწილეობისთვის.