მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა დაიწყო
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან ერთად პროექტებთან დაკავშირებით,ქალაქ წალენჯიხაში ადგილზე გავიდნენ.
რამდენიმე დღეში კი ქალაქ ჯვარში დათვალიერდება ის ტერიტორიები,სადაც სამუშაოები განხორციელდება.
ეს პროექტებია:
ქალაქ წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დავით აღმაშენებლის პანოს, 9 აპრილის სახელობის სკვერიას და წყაროს რეაბილიტაცია;
ქალაქ ჯვარში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, (წრიული მოძრაობის შიგნით ,,მე მიყვარს ჯვარი’’ შუაში) ჯვრის კონსტრუქციის მოწყობა;
ქალაქ წალენჯიხაში,სალიას ქუჩაზე მდებარე მერიის შენობის პირველი სართულის ფოიესა და სველი წერტილების რეაბილიტაცია;
ქალაქ წალენჯიხაში, მერიის შენობის უკან სკვერის საფეხმავლო ბილიკების მოწყობის და არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
ქალაქ წალენჯიხაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მინიმოედნის რეაბილიტაცია;
ქალაქ ჯვარში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მდებარე მინიმოედნის რეაბილიტაცია;
ქალაქ ჯვარში, ლემონჯავას ქუჩაზე არსებული მინიმოედნის რეაბილიტაცია;
ქალაქ ჯვარში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის წინ არსებული შადრევნისა და პარკში მდებარე წყაროს რეაბილიტაცია;
ქალაქ წალენჯიხაში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ტურისტული სტენდის რეაბილიტაცია.
დაპროექტების დასრულების შემდეგ კი, სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.