ცხელი ხაზი : 599647050

 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს

17 May, 2022

 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს.

 ამასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან ერთად პროექტებთან დაკავშირებით,ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ადგილზე გავიდნენ.

  გიორგი ხარჩილავას თქმით,ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს.

  პირველ რიგში მან აღნიშნა, რომ ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური შემოსასვლელში ძალიან მალე გვექნება ლამაზი არქიტექტურული კომპოზიცია.

  განსახორციელებელი პროექტებია: ქალაქ წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დავით აღმაშენებლის პანოს, 9 აპრილის სახელობის სკვერისა და წყაროს მოწყობა;

 ქალაქ ჯვარში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, წრიული მოძრაობის შიგნით , ჯვრის კონსტრუქციის მოწყობა;

 ქალაქ წალენჯიხაში,სალიას ქუჩაზე მდებარე მერიის შენობის პირველი სართულის ფოიესა და სველი წერტილების რეაბილიტაცია;

 ქალაქ წალენჯიხაში, მერიის შენობის უკან სკვერის საფეხმავლო ბილიკების მოწყობის და არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაცია;

 ქალაქ წალენჯიხაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მინიმოედნის მოწყობა;

 ქალაქ ჯვარში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მდებარე მინიმოედნის რეაბილიტაცია;

 ქალაქ ჯვარში, ლემონჯავას ქუჩაზე არსებული მინიმოედნის რეაბილიტაცია;

 ქალაქ ჯვარში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის წინ არსებული შადრევნისა და პარკში მდებარე წყაროს რეაბილიტაცია;

 დაპროექტების დასრულების შემდეგ კი, სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

 

გააზიარე