NDI-ს სამუშაო შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის.
NDI-ს სამუშაო შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და
საკრებულოს წარმომადგენლებისთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საბიუჯეტო პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით.
შეხვედრას უძღვებოდა ნინო ლოლაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი.
ესწრებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია,ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"ს წევრები,მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
(GIPA)-ს წარმომადგენელმა ისაუბრა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების საკითხებზე, მხარეთა ჩართულობაზე , კარგ პრაქტიკაზე და გამოწვევებზე.
პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა, NDI -ის პროექტის ძირითადი აქტივობები.
ისაუბრეს ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო ინდექსზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში მთავარია მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები განხორციელდეს.