მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა წყალსადენი,რის გამოც 40-მდე ოჯახს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
უკმაყოფილო მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანული განვითარების, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია, მერის წარმომადგენელი მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და ჯგალი-მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
წყალგაყვანილობა, რომელიც წლების წინ იქნა რეაბილიტირებული ხარვეზები იკვეთება,რაც სანიაღვრე არხების მოწყობას ხელს უშლის და სამუშაოების შესრულებისას წყლის მილები ზიანდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციას რომელიც წლებია მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
აღნიშნა, რომ მილების შეძენა გათვალისწინებულია და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობისას შესრულდება.
სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით, პროექტში შეტანილ იქნება კორექტირება და დაზიანებული მილების შეცვლასაც მშენებელი კომპანია სრულად უზრუნველყოფს.