ცხელი ხაზი : 599647050

ესკიზების განხილვა

3 ივნისი, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა მერის წარმომადგენელს ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავას, მხატვარ ბესიკ ხუბუტიასა და მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტს ზურაბ სამუშიას შეხვდა,სადაც ქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე დასადგამი მონუმენტების საკითხი განიხილეს.

 წარმოდგენილი იყო რამდენიმე სახის ესკიზი( ჯვრისა და ვიოლინოს ფორმის) .

ჯვრის ფორმის მონუმენტი განკუთვნილია ქალაქის ცენტრალური,ხოლო, ვიოლინოს ფორმის მონუმენტი ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორიისთვის.

 არსებული ესკიზები საბოლოო სახეს არ წარმოადგენს.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შერხვედრები და განხილვები ,მუნიციპალიტეტის მერთან ერთად კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

 

გააზიარე